“ბატაკლანზე” მომხდარი თავდასხმის მესამე მონაწილის ვინაობა ცნობილია

საფრანგეთის პოლიციამ 13 ნოემბერს, პარიზში “ბატაკლანის” საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის მონაწილე მესამე პირის ვინაობა დაადგინა.

როგორც გაზეთი “Le Parisien” წერს, მესამე თავდამსხმელი 23 წლის ფაუდ მოჰამედ აგგადია. გამოცემის ინფორმაციით, ჟანდარმერიამ მისი ვინაობა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაადგინა.

“Le Parisien”-ის ინფორმაციით საფრანგეთის მოქალაქე ფაუდ მოჰამედ აგგადი 2013 წელს ძმასთან, კარიმთან ერთად სირიაში გაემგზავრა და ევროპაში 2015 წელს, ყველაზე სისხლიანი ტერაქტის განსახორციელებლად დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაში9 მოკლული – ავღანეთში ყანდაარის აეროპორტში თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ
შემდეგი სტატიასადახლოზე მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოავლინეს