ბაქოში სამმხრივი შეხვედრა შედგა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამ ქვეყნის დედაქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის, თურქეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა და მასში აზერბაიჯანს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ხალაფ ხალაფოვი, უკრაინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარი და თურქეთს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი უმიტ იარდიმი წარადგენდნენ.
ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა სამმხრივი ბიზნეს-შესაძლებლობების, საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებში მხარდაჭერის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ვაჭრობის, განათლების, ტურიზმის და ტერორიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამმაგი პოლიტიკური კონსულტაციები რეგულარულად ჩაატარონ, იტყობინება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გვადევნეთ თვალყური
შემდეგი სტატიამოსკოვი ძალის დემონსტრაციისთვის ემზადება