ევროპის საბჭომ საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ქრთამის შესაძლო აღების საკითხზე, გამოძიება დაიწყო – იუწყება „ბი-ბი-სი“. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანმა PACE-ს 2013 წლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია, როდესაც ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და პოლიტიკური პატიმრების შესახებ გერმანელი პარლამენტარის მიერ შედგენილი ანგარიში არ მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად, იმისათვის, რომ ანგარიში ასამბლეაზე ვერ გასულიყო, ერთ-ერთ წევრს 2.5 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამი გადაუხადეს. გამოძიების ფარგლებში ასევე იგეგმება PACE-ს არსებული ქცევის კოდექსის გადახედვაც. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული მხარე ბრალდებებს უარყოფს.