აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ PACE-ს წევრების შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ევროპის საბჭომ საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ქრთამის შესაძლო აღების საკითხზე, გამოძიება დაიწყო – იუწყება „ბი-ბი-სი“. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანმა PACE​-ს 2013 წლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია, როდესაც ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და პოლიტიკური პატიმრების შესახებ გერმანელი პარლამენტარის მიერ შედგენილი ანგარიში არ მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად, იმისათვის, რომ ანგარიში ასამბლეაზე ვერ გასულიყო, ერთ-ერთ წევრს 2.5 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამი გადაუხადეს. გამოძიების ფარგლებში ასევე იგეგმება PACE-ს არსებული ქცევის კოდექსის გადახედვაც. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული მხარე ბრალდებებს უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება
შემდეგი სტატიასაწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის