მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდი სისწრაფით მოძრავი მოტოციკლი ტაქსს შეეჯახა, მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს–ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276–ე მუხლის 5 ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.