ავიაიერიშებს სირიაში 30 მოქალაქე ემსხვერპლა – დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც

სირიის მადაიში შიმშილით კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა

ავიაიერიშებს სირიაში 30 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – გავრცელებული ცნობით, სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და დამასკოს მახლობლად მდებარე დასახლება დაბომბეს.

დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. არ გამორიცხავენ მსხვერპლის რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდასაც, რადგან ავიაიერიშების დროს დაშავებული ათობით ადამიანიდან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია. ინტენსიური ბრძოლები სირიაში რამდენიმე დღეა განახლდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამორიცხა სირიაში სახმელეთო ჯარის გაგზავნა და აღნიშნა, რომ კრიზისი მხოლოდ სამხედრო გზებით ვერ გადაიჭრება.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახალ ფაქტებზე განაცხადეს
შემდეგი სტატიათურქეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს