თურქეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს

თურქეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ისლამური სახელმწიფოს 6 წევრი დააკავეს, რომლებიც აჰმედ დავით-ოღლუზე თავდასხმას კონიის პროვინციაში ღონისძიების დროს გეგმავდნენ.

გუშინ თურქეთის პრემიერმინისტრი გერმანიის კანცლერთან და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ერთად სირიის მოსაზღვრე რეგიონში მიგრანტების ბანაკში იმყოფებოდა.

ანგელა მერკელი და დონალდ ტუსკი დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და თურქეთის ხელისუფლებას კრიზისის მოგვარების საქმეში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

banner
წინა სტატიაშიავიაიერიშებს სირიაში 30 მოქალაქე ემსხვერპლა – დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც
შემდეგი სტატიაოფიციალური ფხენიანი ბირთვული ტესტის შეჩერების პირობებს ასახელებს