ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პაპუნა ხორავა ოჯახს ოპერაციის შემდეგ დაუკავშირდა. მას ქირურგები სამი საათის განმავლობაში უტარებდნენ ოპერაციას. ქართველი ჯარისკაცი მუხლის არეშია დაჭრილი. მას ერთ-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდება, რომელსაც ის გერმანიაში გაივლის.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობენ. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი კოალიციის სამხედრო პატრულის სიახლოვეს აიფეთქა.

banner
წინა სტატიაშიისნის გამგებელი – სპეცოპერაციისას სამი სართულია დაზიანებული
შემდეგი სტატია„ეს ჭორი იყო, ეს იყო ცილისწამება“- პატრიარქის მოსაყდრე რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზე საუბრობს