ავაკოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და ჭიქა წყლის ინციდენტამდე გუბერნატორმა მას პრემიერობა შესთავაზა

avakoviუკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან მომხდარ ინციდენტამდე, რომლის დროსაც ავაკოვმა სააკაშვილს წყლიანი ჭიქა ესროლა, ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მას პრემიერობა შესთავაზა – ამის შესახებ ავაკოვმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“სააკაშვილი რამდენიმე დღით ადრე, სანამ სახალხოდ მიწოდა ქურდი და საპასუხოდ ჩემგან ჭიქა წყალი მიიღო, ჩემს კაბინეტში იჯდა და მთავაზობდა: “მოდი, შევთანხმდეთ, მოდი, შენ იყავი პრემიერი, მე კი პირველი ვიცე-პრემიერი.” მე ვკითხე, რატომ მე მეთქი და მიპასუხა, “ვთვლი, რომ პრემიერი სახალხო ფრონტის წარმომადგენელი უნდა იყოს, ან ტურჩილოვი, ან შენ, ან სხვა ყველაზე წარმატებული მინისტრი” – განაცხადა ავაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შს მინისტრსა და ოდესის გუბერნატორს შორის ინციდენტი 14 დეკემბერს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიტაივანში დაღუპულების რიცხვი 100-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადიმიტრი მედვედევი: ნატო-ს პოლიტიკური ხაზი რუსეთთან მიმართებაში ისევ არამეგობრული და დახურულია