დიმიტრი მედვედევი: ნატო-ს პოლიტიკური ხაზი რუსეთთან მიმართებაში ისევ არამეგობრული და დახურულია

იუნხენის კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა, დასავლეთის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “ნატო და რუსეთი ახალი ცივი ომის წინაშე დგანან”.

მედვედევის ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთი მეზობლების დაშინებასა და ევროპის სტაბილურობის ხელისშემშლელი პოლიტიკის განხორციელებაში დაადანაშაულა.

„ნატო-ს პოლიტიკური ხაზი რუსეთთან მიმართებაში ისევ არამეგობრული და დახურულია. უფრო ხისტადაც ვიტყვი – ჩვენ ახალი ცივი ომის დროში ვართ. თითქმის ყოველდღე აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე საშიში საფრთხე ხან ნატოსთვის, ხან ცალკე ევროპისთვის, ხან ამერიკისთვის და სხვა ქვეყნებისთვის. იღებენ საშინელ ფილმებს, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ზოგჯერ ვფიქრობ, დღეს 2016 წელია თუ 1962? ერთიანი დიდი ევროპა როგორც არ არსებობდა, ისე არ არსებობს; ეკონომიკები ძალიან სუსტად იზრდება; დაიძაბა კონფლიქტები ახლოაღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში; არსებობს საემიგრაციო კოლაპსი; რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა გაფუჭდა; უკრაინაში კი სამოქალაქო ომია. დიახ, გლობალური უსაფრთხოების სისტემაში არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ნუთუ საჭიროა კიდევ ერთი მესამე მსოფლიო ომი იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რამდენად საჭიროა თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია,“ – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

banner
წინა სტატიაშიავაკოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და ჭიქა წყლის ინციდენტამდე გუბერნატორმა მას პრემიერობა შესთავაზა
შემდეგი სტატიაფატუ ბენსუდა: ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან