ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშს ევროპარლამენტში განიხილავენ

ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშს განიხილავენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრი, დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 17 მარტს, საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშის განხილვასა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ანგარიშის განხილვა ევროპარლამენტში გაიმართება.

ევროპარლამენტარების წინაშე, ასევე, სიტყვით გამოვლენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გენადი არველაძე და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ.

განხილვაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის საკითხზე მოხსენებას გააკეთებს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.

სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხებია: ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის(DCFTA) შესახებ შეთანხმებების განხორციელება და მონიტირინგის მექანიზმები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, სამეცნიერო ცენტრებისმკვლევარებთანჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშიჟურანლისტი ეკა მიშველაძე პროკურატურაში მივიდა
შემდეგი სტატია,,მაქვს ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე ძალით აპირებს შემოსვლას და ტექნიკის წაღებას”