ჟურანლისტი ეკა მიშველაძე პროკურატურაში მივიდა

ჟურანლისტი ეკა მიშველაძე ამ წუთებში პროკურატურაში იმყოფება.

მიშველაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„რუსთავი 2-ის ეთერში ვიყავი არჩევანში, როდესაც დამიკავშირდნენ, იმიტომ რომ არჩევანის დასრულების შემდეგ ვნახე sms გზავნილი პროკურატურიდან, სადაც უბრალოდ ეწერა, რომ სურთ ჩემთან გასაუბრება. მეც დავუკავშირდი ამ პიროვნებას და ვუთხარი რომ მზად ვიყავი მოვსულიყავი. რაც ვიცი ყველაფერს მოვყვები, დანარჩენი გამოძიების საქმეა. მე პირადად ვიდეო კადრები არ მაქვს ნანახი და არც ფოტო, თუმცა იმ პიროვნებამ, ვინც მე viber მიმოწერა წარმომიდგინა, ჩემი და ალექსი პეტრიაშვილის, ეს ნანახი მაქვს. იმ პიროვნებამ მტკიცებულების სახით, ასევე მითხრა, რომ არსებობს ვიდეო და ფოტო მასალაც,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მიშველაძე საგამოძიებო უწყებაში გადაცემა არჩევანში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიბარეს. მან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, უკანონო თვალთვალის შესახებ.

მიშველაძე პროკურატურაში გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში დღეს სტუდენტების ორი აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშს ევროპარლამენტში განიხილავენ