აშშ: სავჩენკოს განთავისუფლება მინსკის შეთანხმების ნაწილი იყო

კერიუკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლება, რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაა – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაში. მისი თქმით, სავჩენკოს განთავისუფლება სტიმული უნდა იყოს ხელშეკრულების სხვა მუხლების შესასრულებლად, მათ შორის საუბარია ცეცხლის სრულყოფილად შეწყვეტაზე, რეგიონიდან უნცხო ქვეყნის ჯარის, დაქირავებული მეომრებისა და ტექნიკის გაყვანაზე, ასევე უკრაინისთვის მის ადრეულ საზღვარზე სრული კონტროლის დაბრუნებაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დღეს შეიწყალა რადას დეპუტატი და მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დელეგაციას ვარშავის სამიტზე პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიათბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა “იუთუბიზე” აიტვირთა