აშშ-ს სარდლობა: ,,საფრთხე No-1 რუსეთია,,

აშშ-ს სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, აშშ-სათვის რუსეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ,,ისლამური სახელმწიფო,,

,,რუსეთს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ახლა რუსეთი, საფრთხე ნომერ ერთია აშშ-სათვის. მისი ბოლო დროინდელი მოქმედებები მტრულია აშშ-ს მიმართ. ჩვენ, ჩვენი სამხედრო პოტენციალი მაღალ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ, რომ რუსული აგრესიის შემდგომი ექსკალაცია შევაჩეროთ,, აცხადებს გენერალი მილი, რომლებიც ცოტახნით  ადრე უკრაინიდან დაბრუნდა სამშაობლოში. უკრაინაში ვიზიტისას კი მილი ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდა და ასევე ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ჩატარებულ უკრაინულ სამხედრო წვრთნებს დაესწრო.

კიდევ ერთი გენერლის, ნატოს ევროპული ჯარების სარდლის, ფილიპ ბრიდლავის მიერ პენტაგონში გაკეთებული განცხადებით, აშშ-ს დაზვერვა რუსეთზე იქნება გადაორიენტირებული... გენერალმა აღნიშნა, რომ ამერიკული დაზვერვის საქმიანობის ცვლილება, რუსეთის მიერ უკრაინისა და სირიის კონფლიქტში აქტიური მონაწილეობით იქნა განპირობებული.

www.timer.ge

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმიიღებენ თუ არა რუსეთის პატრიარქ კირილს უკრაინაში…?
შემდეგი სტატიაილია მეორის სამძიმრის წერილი