მიიღებენ თუ არა რუსეთის პატრიარქ კირილს უკრაინაში…?

მიიღებენ თუ არა რუსეთის პატრიარქ კირილს უკრაინაში...?

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინაში ჩასვლას და უკრაინის მოლოცვას აპირებს…

,,მე იმედი მაქვს, რომ უცილობლად შევძლებ ჩავიდე უკრაინულ მიწაზე და შევძლებ ვილოცო კიეველებთან და სხვა ქალაქის მაცხოვრებლებთან ერთად. პატრიარქის მსახურებას არანაირი კავშირი არააქვს პოლიტიკასთან და პოლიტიკურ კონფლიქტებტან, ხოლო პატრიარქის სიტყვას ყოველთვის მშვიდობა მოაქვს,, განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რუსეთის წმინდა ადგილების მომლოცველ, უკრაინული ცეკვის საბავშო  ანსამბლ ,,გორიცვეტის,,  წევრებთან შეხვედრისას.

,,მე ძალიან მიყვარს უკრაინა… ჩემს გვერდით ყოველთვის იყვნენ და არიან უკრაინელები,, განაცხადა რუსეთის პატრიარქმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ,,რუსულ ეკლესიას არ გააჩნია არანაირი ძალა გარდა ლოცვისა, რომ პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს,,

,,ჩვენ ვლოცულობთ, რომ ადამიანები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში… და იმ ხალხს შორის, რომლებიც კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს არიან, ძმური ურთიერთობები აღდგეს,, აცხადებს პატრიარქი კირილი.

ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური კიევისა და ასევე უკრაინის არაკანონიზირებული, მაგრამ ხელისუფლების მიერ ავტოკეფალურად აღიარებული მარლთმადიდებლური ეკლესიისა და მის პატრიარქის, ფილარეტის პოზიცია რუსეთის პატრიარქის ინიციატივაზე, უკრაინაში ჩასვლის შესახებ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 51.000 ადამიანი ცხოვრობს…
შემდეგი სტატიააშშ-ს სარდლობა: ,,საფრთხე No-1 რუსეთია,,