ასეთ ვითარებაში მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს – უგულავა

ასეთ ვითარებაში ერთადერთი სწორი გამოსავალი არის მთავარი პროკურორის გადადგომა და ეს უნდა გააკეთოს ან მან ან პარლამენტმა თუ ამას არ იზამს უმრავლესობა ივანიშვილი მიიღებს ქუჩას და ძალიან მწვავე პროტესტს ეს არის წითელი ხაზი – ეს განცხადება ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან მისულმა გიგი უგულავამ გააკეთა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება, რადგან საზოგადიებას დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა, საკუთარი ძალებით დაიცვას კონსტიტუციური უფლება.

„ფაქტია რასაც ყველანი ველოდით ეს არის ბოლო წვეთი და მართლმსაჯულების კატასტროფა, რაც მოხდა დღეს მივიღეთ ექვსთვიანი ცინიკური გამოძიების თავზე, რომ გვყავს გარდაცვლილი, მაგრამ არ გვყავს მკვლელი.

ასეთ ვითარებაში მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს ეს უნდა გააკეთოს თვითონ ან ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა, ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომიის შექმნას, იმიტომ რომ ფაქტია პროკურატურა ვერაფერს ვეღარ გამოიძიებს აწი პროკურატურის ნდობა ამ საქმეში არის ნულის ტოლი.

არსებობს მყარი საფუძველი, რომ გვქონდეს ეჭვი, რომ ხელისუფლება აფარებს ხელს დამნაშავეს მერაბიშვლის საკნიდან გაყვანის ასევე ცინიკურად გამოუძიებელის საქმის გამო,“-აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაში“ვინც ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს,” – გიორგი ახვლედიანი მოზარდების მკვლელობაზე საუბრობს
შემდეგი სტატია„ჩვენ ამ განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით” – ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს