“ვინც ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს,” – გიორგი ახვლედიანი მოზარდების მკვლელობაზე საუბრობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 14:11

“ვინც ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს,” – გიორგი ახვლედიანი მოზარდების მკვლელობაზე საუბრობს

“ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხების წერტილი ჰქონდა ამ საქმესთან, თანამდებობა უნდა დატოვოს. ვინც ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს,“- ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები იმყოფებიან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გამართლდა.

„სასამართლომ დავით სარალიძის მამას უთხრა, რომ მისი ეჭვები, რომ მისი შვილის მკვლელები საბრალდებო სკამზე, არის მართებული. მიმდინარე პროცესებმა მთელ საზოგადოებას კი დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთა, რომელსაც სისტემური დანაშაული ჰქვია. როდესაც ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს, შეილება იქამდეც მივიდეს, რო დაზარალებული გამოაცხადოს დამნაშავედ,“- განაცხადა ახვლედიანმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 14:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics