ასადი ხაჯიმბას მადლობას უხდის

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ–ასადმა მისასალმებელი მიმართვა გაუგზავნა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზდიდენტს რაულ ხაჯიმბას. ასადი მადლობას უხდის ამ უკანასკნელს, რომელმაც მას დაბადების დღე მიულოცა 11 სექტემბერს. “
«როდესაც წავიკითხე თქვენი გზავნილი, მივხვდი, რომ თქვენ მშვენივრად ხართ გათვითცნობიერებული იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩემს ქვეყანაში. განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელიც ეხება საშინელ თავდასხმებს სახელმწიფოებისგან, რომლებიც ახორციელებენ განადგურების პოლიტიკას, მიმართულს თავისუფალი ერების მიერ საკუთარი ნების გამოხატვის წინააღმდეგ, იმის ნაცვლად, რომ აწარმოონ ცივილიზირებული დიალოგი თანამშრომლობის შესახებ ტერორისტული მუქარის გარეშე…ჩვენ ძლიერ ვაფასებთ თქვენს პოზიციას ჩვენი არმიის მიმართ, აგრეთვე თქვენს შეფასებას, რომელსაც აძლევთ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმატებებს ტერორიზმთან ბრძოლაში. გამოვხატავ მადლიერებას მხარდაჭერისთვის იმ კრიზის გადაწყვეტის საქმეში, რომელიც ჩემს ქვეყანას შეეხო”.– წერს ასადი.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “Апсны пресс

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაჩერებლად 5 მილიარდი დოლარი გამოყო
შემდეგი სტატიაჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს