არჩილ თალაკვაძე : ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება

უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის თავის საქმეს ეფექტურად ახორციელებს და ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

,,ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება , ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. თავისი არსით, ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია, ამიტომ ის დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, როგორც ეს არის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში. საკანონმდებლო პაკეტი რომელიც შემუშავებულია, ქმნის ბალანსს ერთი მხრივ, კონტროლის და ზედამხედველობის კუთხით, მეორე მხრივ, ამ ფუნქციის ეფექტური განხორციელების. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება. დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში რიკსები არის გაზრდილი. როდესაც მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს როგორც საიმედო პარტნიორს უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, ბუნებრივია, საკუთარი უსაფრთხოების სისტემაზე ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ . ვერ დავასუსტებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ამ სფეროში. ბოლო წლებში, უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ფუნქციებს ასრულებს ეფექტურად. ყველაზე კრიტიკულ მომენტებში და საქმეებში რეაგირება იყო ეფექტური და ადეკვატური. გვესმის ის პოზიციები რაც ისმის არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ეს არის მათი ფუნქცია და მათი როლი, მოითხოვონ მეტი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილებები“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ესტუმრა
შემდეგი სტატიადეკანოზი ჩვენების მიცემას არ აპირებს – მამა გიორგი ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს