თბილისის მერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ესტუმრა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისის მერის დავით ნარმანიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე “ადგილობრივი მმართველობის პოლიტ-ეკონომიკური საფუძვლები”.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული და ლექტორები.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება