არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოსატანად მოსამართლე სავარაუდოდ დღეს გავა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე მოსამართლე დღეს სავარაუდოდ განაჩენის გამოსატანად გავა. მანამდე დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნითი სიტყვით ისარგებლებენ. საბოლოო სიტყვით სასამართლოს წინაშე ბრალდებულებიც წარდგებიან.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მტკიცებულებები არ ასახავს რეალობას და მოსამართლის გადაწყვეტილება მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს უნდა დაეფუძნოს.
„დარწმუნებული ვარ სასამართლო მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია საერთოდ აცდენილია ჭეშმარიტებას, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არის დამაჯერებელი, უტყუარი, რომელიც უნდა გაიზიაროს. ბრალდებულმა მისცა უკიდურესად დამაჯერებელი ჩვენება, ბრალდებულმა აბსოლუტურად ყველა შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი გასცა, ისაუბრა იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომელზეც არც ერთ მოწმეს ნასაუბრები არ ჰქონდა და ბრალდებული ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი საერთოდ არ არსებობს,“-აცხადებს ადვოკატი ირაკლი კაკაბაძე.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: “ველოდები სოციალურ ქსელში იგივე ინტენსივობით გავრცელებულ ბოდიშებს და შეფასებებს“