ამირან სალუქვაძე: “ველოდები სოციალურ ქსელში იგივე ინტენსივობით გავრცელებულ ბოდიშებს და შეფასებებს“

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან 2018 წლის 17 მაისს, იძულებით დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშის აღებაა ასახული.

ამირან სალუქვაძე: „პატივცემულებო, ან დაამტკიცეთ რასაც საუბრობდით, ან ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას სიცრუის ტირაჟირებისთვის და შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის. ადვოკატმა ხომ კარგად იცოდა თუ რაც ხდებოდა? დნმ-ის ძალის გამოყენებით აღების კანონიერ პროცედურას როცა ასაღებთ ისე, როგორც გაასაღეთ, ამას როგორც მინიმუმ, ადვოკატის მიმართ, თუნდაც ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან უნდა მოჰყვეს შეფასება. ასევე, არა მგონია ჟურნალისტიკასთან გვქონდა საქმე, თუ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გადავიკითხავთ. ველოდები სოც. ქსელში იგივე ინტენსივობით გავრცელებულ ბიდიშებს და შეფასებებს.

აღნიშნულ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დღეს გაიმართა, სადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვლადიმერ ბორცვაძემ განმარტა, რომ ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოსატანად მოსამართლე სავარაუდოდ დღეს გავა
შემდეგი სტატიაფილარმონიის იჯარით გადაცემა – საია საკითხის შესწავლას პროკურატურას სთხოვს