არასამთავრობო ორგანიზეციები თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და საზოგადოების შეხვედრას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მესამე სექტორი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს. მიმართვას ხელს 21 არასამთავრობო აწერს.
როგორც მესამე სექტორში აცხადებენ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე გაიარა. მათი შეფასებით, იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რაც რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას, როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე გარკვეულ ზეწოლას აქვს ადგილი იმ მიზნით, რომ საკრებულოში უმოკლეს დროში განიხილონ და მხარი დაუჭირონ სამინისტროს ამ ინიციატივას.