აფხაზეთში ახალი ტიპის პასპორტი 12 ათასმა ადამიანმა მიიღო

აფხაზეთში ახალი ტიპის პასპორტი 12 ათასმა ადამიანმა მიიღო – ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შს მინისტრმა ასლან კობახიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “წლის ბოლომდე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მიიღებს მას” – აღნიშნა კობახიამ.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აფხაზეთის მცხოვრებნი, რომლებიც მოქალაქეები არ არიან, ცხოვრების უფლების მიღებას შეძლებენ. “ეს დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის გარეშე პირებს უფლებას მისცემს ლეგალურად იყვნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე” – თქვა კობახიამ.

banner
წინა სტატიაშივორონენკოვის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმი უწოდა
შემდეგი სტატიალონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო