ვორონენკოვის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმი უწოდა

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოსუკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობას რუსეთის მხრიდან ტერორიზმი უწოდა. როგორც პრეზიენტის პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ განაცხადა, პოროშენკომ ეს აზრი უკრაინის ძალოვანებთან შეხვედრაზე გამოთქვა.
„კიევის ცენტრში დენის ვორონენკოვის მუხანათური მკვლელობა რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის აქტი და რუსი სპეცსამსახურების აშკარა ხელწერაა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ადრე არაერთხელ გამოჩნდნენ,“ – აღნიშნა პოროშენკომ და დასძინა, რომ ვორონენკოვი რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინის მხრიდან რუსეთის კვალზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ მკვლელობის ობიექტურად გამოძიება არ მოხდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის ყველა მოსაზრება აბსურდულია.

banner
წინა სტატიაში„აუდიტორია 115-ის“ წევრი გიორგი სოფრომაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს
შემდეგი სტატიააფხაზეთში ახალი ტიპის პასპორტი 12 ათასმა ადამიანმა მიიღო