აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

პარლამენტში დღეს აფგან მუხთარლის გატაცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებენ. საკითხი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით დადგა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე გასაიდუმლოებული ფაქტები აუცილებელია საჯარო გახდეს. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, მიზანშეწონილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დაცვის მხარის მტკიცებით, დამნაშავეებს კონკრეტული პირები მფარველობენ
შემდეგი სტატიასასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო