მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დაცვის მხარის მტკიცებით, დამნაშავეებს კონკრეტული პირები მფარველობენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ 2 მოწმე დაიკითხება, თუმცა მათი ვინაობა დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
ადვოკატები ეჭვობენ რომ იმ დამნაშავეებს, რომელიც გამოძიებაში ოფიციალურად არ ფიგურირებენ გარკვეული პირები მფარველობენ. მათივე თქმით, პროკურატურამ მათ მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტების გამოძიება უნდა დაიწყოს.
„რეალურ დამნაშავეებს ჰყავთ კონკრეტული მფარველები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქმის შედეგით და ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ საქმეში არსებობს არასრულყოფილი მტკიცებულებები და უმნიშვნელოვანესი დეტალები არის ჯერ კიდევ გაურკვეველი. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ კონკრეტული მოწმეების მოსყიდვას, მიმაჩნია, რომ ეს უნდა იქნეს სასწრაფოდ ობიექტურად გამოძიებული,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე თანხმობა მისცა
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ