ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, ახალციხის საკრებულოსთან, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ამბარცუმ ბაბოიანის მანქანის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანის მინები ჩაიმსხვრა, ასევე მიწა ამოითხარა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება საღამოს ცხრის ნახევარზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-მე მუხლის მე-2ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.