გაბოროტებული საზოგადოება კი მოზარდის სარკეა, რომელშიც ყოველდღიურად ,,იხედება”

საიდან ბავშვებში ასეთი აგრესია?!
რა თქმა უნდა უსიყვარულობიდან… დედის ადგილს ძიძა ვერასდროს დაიკავებს. რაც არ უნდა ფუფუნებაში იზრდებოდეს ბავშვი, თუ მას დედის სითბო და მკლავები აკლია, აუცილებლად აგრესორი გაიზრდება…
გაბოროტებული საზოგადოება კი მოზარდის სარკეა, რომელშიც ყოველდღიურად ,,იხედება”… რას ხედავს?! ბოღმას, შურისძიებას, ზიზღს…
მაპატიეთ, არც სასულიერო პირები ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე… უამრავჯერ შემხვედრია, ტატუიანი და პირსინგიანი გოგო-ბიჭები, რომლებიც გულდაწყვეტილები იყვნენ, სასულიერო პირების ქმედებებით… რა მოხდა მერე, თუ წითელი თმებით და დახატული მაჯებით შედიან ტაძარში. არაფრის მომცემი სიმკაცრით და ტაძრიდან გაგდებით, მათ უარეს მაგალითს ვაძლევთ. უკანასკნელ იმედს ვართმევთ და ხშირად მათი გაორებული ფსიქიკა ვერ უძლებს ამდენ წინააღმდეგობას. ერთმანეთი თუ არ მოკლეს, თავს იკლავენ. შინ თუ გარეთ, ერში თუ ბერში, მხოლოდ სიუხეშეს აწყდებიან…ტკბილი საუბრით და დაყვავებით ისინი ყველაფერს შეცვლიან… პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება აღზრდა…
ნურავინ ვიქნებით მშვიდად… ყველა დამნაშავე ვართ, ამ მკვლელობის გამო…
ყველა ჩვენგანი ვუწყობთ ხელს, ამ უბედურებას…

 

მამა პეტრე

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის სკანდალური ფეისბუქპოსტი- პროკურორის შვილობა ვერ უშველის გაქცეულ მკვლელს !!!
შემდეგი სტატიააფეთქება ახლციხეში