ანა დოლიძე: ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ კონტაქტები ჩვენს პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის

,,ახლა არის დრო, რომ ჩვენ განვაახლოთ აქტიური კონტაქტები „რესპუბლიკურ პარტიასთან“, კონგრესთან, ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ კონტაქტები ჩვენს პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოს აქვს აშშ-ს “რესპუბლიკელ” პრეზიდენტთან ურთიერთობის გამოცდილება, შესაბამისად, ახლაც ამ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოვლენა არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩეული არის ახალი პრეზიდენტი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვაქვს სტაბილური, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ შორის იმ დროს, როდესაც იქ იყვნენ „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტები. ჩვენი ურთიერთობა ზუსტადაც რომ ახლო და სტრატეგიულ დონეზე გადავიდა, როდესაც იყო იქ „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტები, მათ შორის ჯორჯ ბუში უმცროსი.“-განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელმაც ბიზნესის სფეროში მთელი ეპოქა შექმნა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მაიზერ ნანავა აირჩიეს