გია ვოლსკი: დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელმაც ბიზნესის სფეროში მთელი ეპოქა შექმნა

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

„ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიზნესის სფეროში წარმატებული ადამიანია.

ვოლსკიმ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა იმავე ხარისხის იქნება, რაც აქამდე იყო.

„ის არის ადამიანი, რომელმაც ბიზნესის სფეროში მთელი ეპოქა შექმნა და უამრავი მიმართულებით საკმაოდ წარმატებული იყო. ის ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. ტრამპთან მიმართებაში ვიტყვი, რომ ის არის დიდი – მსოფლიოში პოლიტიკის განმაპირობებელი ქვეყნის პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება იმავე ხარისხით, უფრო მეტიც, რაც იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ბოლო მონაცემებით, ტრამპი 289 ხმით ლიდერობს, მის მეტოქე ჰილარი კლინტონს კი, ამომრჩეველთა კოლეგიაში 218 ხმა აქვს.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე არ ეთანხმება არასამთავრობო სექტორის საჩივარს მოსამართლეების არჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ კონტაქტები ჩვენს პრეზიდენტსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის