„ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია,“ – გიორგი ვოლსკი საქართველოს რკინიგზაზე საუბრობს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 18:47

„ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია,“ – გიორგი ვოლსკი საქართველოს რკინიგზაზე საუბრობს

მნიშვნელოვანი

  • „ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია,“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა.

სხვა სტატიები

„ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია,“ – ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა.

რკინიგზაში არსებულ კორუფციულ სქემებზე და გავლენიან არაფორმალურ მმართველებზე საუბრობენ ოპოზიციაშიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიაში.”

გიორგი ვოლსკი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

„ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია. ხელისუფლება, არც რკინიგზის ხელმძღვანელობა რასაკვირველია დაინტერესებული არ არის იმაში, რომ გადაზიდვების მოცულობა შემცირდეს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიამ“ პრკურატურას რკინიგზის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით დღეს ოფიციალურად მიმართა. საქმე ეხება “რუსთავი 2”- ზე, გადაცემა “კვირის გამოძიებაში” გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარია სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ სავარაუდო კორუფციულ სქემაზე და რკინიგზის არაფორმალურ მმართველებზე. ორგანიზაციის შეფასებით საეჭვო სქემები უშუალოდ გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის მფარველობით ხორციელდებოდა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 18:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics