„ქართული მარშის“ წევრები ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.
„მარშელები“ „ვიტესის“ კაპიტნის და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ. სტადიონზე შეჭრამდე ისინი აფეთქებდნენ პიროტექნიკას.