ალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა. ფოტო ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია პატარა ზომის, BELARUS-152 ტრაქტორზე.

შეგახსენებთ, რომ მინსკში მარგველაშვილის ვიზიტის დროს ლუკაშენკომ მას კარტოფილი აჩუქა. საქართველოს პრეზიდენტმა კარტოფილი დუშეთში დათესა და მოსავალიც აიღო.

ლუკაშენკო თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების სახელის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრებს შეხვდა