ახალი მეტროს სადგურით მგზავრები 17:00 საათიდან სარგებლობენ

ახალი მეტროს სადგურით „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრები 17:00 საათიდან სარგებლობენ. როგორც „თაიმერს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი მეტროს სადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს.

„მეტროს სადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დღეში დაახლოებით 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს მოემსახურება და სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირა ხდებოდა ზუგდიდის მერიასთან? (ვიდეო)
შემდეგი სტატია,,24 წლიანი ჭრილობა მართლაც დღეს დაიხურა, ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი დაუბრუნდა თბილისს”