რა ხდებოდა ზუგდიდის მერიასთან? (ვიდეო)

ზუგდიდის მერიის წინ ნაციონალური მოძრაობის და აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც სამართალდამცავებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

ვითარება მერიის შესასვლელთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა და ენმ-ის წევრებმა შენობაში შესვლა სცადეს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

აქციაზე შეკრებილები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. გუბერნატორის ნაცვლად მოსახლეობას გუბერნატორის წარმომადგენელი შეხვდა. კობა ქანთარია აცხადებს, რომ კომპენსაციის გადაცემა არ იგეგმება და ეს საკითხი ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა.

https://youtu.be/jNOG2Yhj2N4

banner
წინა სტატიაშიდატბორილი ქუთაისი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაახალი მეტროს სადგურით მგზავრები 17:00 საათიდან სარგებლობენ