აღმოჩენილია ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავს ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილს”

არაფერს არ ვამტკიცებთ! მხოლოდ ფაქტებს ვასაჯაროებ! – დღეს სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს, ჩვენმა ოთხკაციანმა ჯგუფმა, სოფელ დაბას შესასვლელთან მარცხენა, ერთ-ერთი მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა აი ეს ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილს” რაც გვაფიქრებინა იმან, რომ დამსხვრეული ბოთლის ყელში იყო დამწვარი ნაჭერი ჩარჩენილი, თავად ბოთლი კი საწვავის სუნით იყო გაჟღენთილი, მიუხედავად გადამწვარი ტყის ფერფლის მზაფრი სუნისა, რომელიც გარშემო ტრიალებდა და ფოტოზე ჩანს, ხეზე მიმსხვრეული, რაც ძალიან ადვილად აალებად “მოლოტოვის კოქტეილს” აამუშავებდა! ვიმეორებ: – არ ვამტკიცებთ, რომ ეს დივერსიული აქტია, ვამბობთ, რომ ეს, მხოლოდ ჩვენი ვარაუდია!-წერს ბესო ჩუბინიძე “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში2017 წლის 1 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავა განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები
შემდეგი სტატიაიემენში ჰუსიტებზე ავიადარტყმას 30 ადამიანი ემსხვერპლა