იემენში ჰუსიტებზე ავიადარტყმას 30 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის დედაქალაქ სანას ჩრდილოეთით, არჰაბის რეგიონში, რომელსაც ჰუსიტები აკონტროლებენ, განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასევე მრავალი სამოქალაქო პირიც დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა, საუდის არაბეთის წინამძღოლობით ჩამოყალიბებული კოალიციის ძალებმა და იემენის მთავრობამ განახორციელა. გაეროს მონაცემებით იემენში 2014 წლიდან მოყოლებული, შეტაკებების შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 3 მილიონი ადამიანი კი იძულებით მიგრაციაში წავიდა.

banner
წინა სტატიაშიაღმოჩენილია ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავს ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილს”
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში – გარდაცვლილებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია