“აღარავის ეპარება ეჭვი, რომ სარალიძე ებრძვის ივანიშვილის მახინჯ სისტემას, რომლის წარმომადგენელიც აქ გახლავთ ირაკლი შოთაძე” – უდუმაშვილი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 15:46

“აღარავის ეპარება ეჭვი, რომ სარალიძე ებრძვის ივანიშვილის მახინჯ სისტემას, რომლის წარმომადგენელიც აქ გახლავთ ირაკლი შოთაძე” – უდუმაშვილი

შოთაძის განცხადება ისევე არაადექვატურია დღეს, როგორც არაადექვატურია ყველა პროცესი, რომელსაც ვუყურებდით – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი მთავარი პროკურორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოზარდების მკვლელობის საქმეს უცხოელი ექსპერტები და პროკურორები შეისწავლიან.

„დღეს ხომ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ზაზა სარალიძე სისტემას ებრძვის, ებრძვის ივანიშვილის მახინჯ სისტემას, რომლის წარმომადგენელიც აქ გახლავთ ირაკლი შოთაძე, რომელმაც დღეს საზოგადოებას უთხრა, რომ მე არ მაინტერესებს თქვენი სიმართლე მზად ვარ დავიფარო სუბელიანი,“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიების შექმნა კი ფანდია იმისთვის, რომ პროცესი გადაიყვანოს სხვა ჭრილში და მუხტი ჩააცხროს. უდუმაშვილის თქმით, პროკურატურა და ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს არ დაუპირისპირდეს მირზა სუბელიანს, რომელსაც არსებული ინფორმაციით აქვს კომპრომატი.

„იმიტომ გადააყოლეს მირზა სუბელიანს, რომ მირზა სუბელიანმა შეიძლება გადაიყოლოს ეს სიტემა. მას გააჩნია ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ნაღმია ამ ხელისუფლებისთვის და მართლა თუ გამოდო ამ ადამიანმა კადრები, როგორ გაჰყავთ ვანო მერაბიშვილი საკნიდან ხომ წარმოგიდგენიათ ამ, ხელისუფლებისთვის რა იქნება როცა საქმეა სტრასბურგში,“-ამბობს უდუმაშვილი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 15:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics