„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელისუფლება გადაჰყვება ამ საქმეს” – ბურჯანაძე

ქართული ანდაზაა,

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელისუფლება გადაჰყვება ამ საქმეს,“ – აცხადებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ბურჯანაძე ირაკლი შოთაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შოთაძის გამოსვლამ პროკურატურის არაკომპეტენტურობა აჩვენა.
„განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ახლა ჩაერთვებიან უცხოელი პროკურორები, უბრალოდ, სამარცხვინოა და სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, დამოუკიდებელი პროკურატურა? თუ ყველა რეზონანსულ საქმეზე ჩვენ რომელიმე ქვეყანაში უნდა გავიქცეთ გამოძიების ჩასატარებლად, თუ გამოძიება არ გაქვთ ბატონებ9ო, თუ ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლის დაცვას ვერ ახერხებთ და დამნაშავეების დასჯას, წადით სახელებში, გადადექით,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, ბურჯანაძის თქმით, ეს მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება.

banner
წინა სტატიაშისანდრო გირგვლიანის მამა – ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება თვალწინ ცხადად მიდგას
შემდეგი სტატია“აღარავის ეპარება ეჭვი, რომ სარალიძე ებრძვის ივანიშვილის მახინჯ სისტემას, რომლის წარმომადგენელიც აქ გახლავთ ირაკლი შოთაძე” – უდუმაშვილი