აჭარაში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

სამართლიანი საინვესტიციო გარემო, აჭარაში მიწის რეფორმის გატარება და მიწების რეგისტრაცია, უსახლკაროთა დაბინავების პროექტების უზრუნველყოფა საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით – ეს არის მთავარი სლოგანი, რომელიც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წინასაარჩევნო კამპანია აჭარაში დაიწყეს.

პარტიის მთავარი ხედვები აჭარის წარმომადგენელმა კობა ჩხეიძემ საზოგადოებას გააცნო.

„ჩვენ მზად ვართ, უფრო კონკრეტულად დებატებში ვისაუბროთ ამ საკითხებზე, დებატებში სახელისუფლებო გუნდს ყველა დებატში დავამარცხებთ“, – განაცხადა კობა ჩხაიძემ.

ბათუმელებს მაჟორიტარობის კანდიდატები ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.

„მე მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ უკვე გამობრძმედილი თავის პროფესიებში კანდიდატები, რომელთაც აქვთ სუფთა წარსული და ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ დიდი პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება დიდი მხარდაჭერა აჭარაში, რადგან ვიცით, როგორ შეიძლება ყველა პირობის მქონე რეგიონის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები უმაღლეს საბჭოში:
ჯაბა ბერიძე – ბათუმი
კობა ჩხეიძე – ბათუმი
არმაზ ბახტაძე – ბათუმი
კახა კაკალაძე – ქობულეთი
პაატა ზაქარაძე – ხელვაჩაური
ოთარ ცეცხლაძე – მაღალმთიანი აჭარა

მაჟორიტარობის კანდიდატები პარლამენტში:
ნუგზარ ვარშანიძე – ბათუმი
ნინო ბერაძე – ბათუმი
თეიმურაზ ხაბაძე – ბათუმი
სოსო ნოღაიდელი – ქობულეთი
ნინო ლორთქიფანიძე – ხელვაჩაური
თეიმურაზ ავალიანი – მაღალმთიანი აჭარა

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს გადაწყვეტილებით, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო ნომერი უცვლელი დარჩა
შემდეგი სტატიაგიორგი ალიბეგაშვილი: ქალაქი უნდა განვითარდეს, ზოგჯერ ხეც მოიჭრება