ცესკო-ს გადაწყვეტილებით, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო ნომერი უცვლელი დარჩა

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო ნომერი უცვლელი დარჩა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკო-მ მიიღო. სხდომაზე საკითხს 9 წევრმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

ცესკო-ს გადაწყვეტილებას „ახალი მემარჯვენეები“ და „პატრიოტთა ალიანსი“ სამართლიანად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ისინი ამ საარჩევნო ნომრით გასულ წლებში ჩატარებული ადგილობრივი და პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ითხოვდნენ, რომ ყველა პარტიის საარჩევნო ნომერი წილისყრით უნდა განსაზღვრულიყო.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ფოსტა“ პოლიტიკურ პარტიებს ფასდაკლებას სთავაზობს
შემდეგი სტატიააჭარაში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა