9 აპრილს დაღუპული გმირები ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაიხსენეს

9 აპრილს დაღუპული გმირები სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც გაიხსენეს. დეპუტატებმა და პარტიის ლიდერებმა 26 წლის წინ მიმდინარე მოვლენები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა.

“ამ ხალხმა დააჩქარა ბოროტების იმპერიის დანგრევა და ჩვენ ეს ადამიანები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და გავიხსენოთ. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მათდამი მადლიერები. მთავარია, რომ აღარ უნდა დაგვჭირდეს ასეთ ვითარებამდე დარბუნება,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეც.

“აქ ამ მოედანზე ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება და ჩვენ ყველა ვართ ამაში ჩართულები ეს ბრძოლა დასრულება მაშინ, როცა საქართველო გახდება ცივილიზებული დამოუკიდებელი სამყაროს თავისუფალი წევრი,”- განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისკოლის მოსწავლეებმა ქართველი სამხედროების ავღანეთიდან გამოგზავნილი წერილები მიიღეს
შემდეგი სტატიაქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს