“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში კახა კალაძის მოსმენას ითხოვს

news
: news თებერვალი 29, 2016 18:11

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში კახა კალაძის მოსმენას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მოსმენის საკითხს სვამს და ამ საქმეში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ჩართვას ითხოვს.

როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არსებობს კითხვები, რაზეც კალაძემ დეპუტატებს უნდა უპასუხოს. ამ კონტექსტში მაჭავარიანმა “გაზპრომის” თემაზე გაამახვილა ყურადღება.

“გასული წლის ნოემბერში კახა კალაძეს წერილით მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ ფრაქციის სხდომაზე მოსულიყო. მოგვივიდა პასუხი, რომ საკითხს განიხილავდა და მოვიდოდა. ჩვენ მას არ ვაჩქარებდით, რადგან პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მქონდა ინფორმაცია, რომ აპირებდნენ კალაძის კომიტეტში მოსმენას. არის უხერხული მდგომარება. მას წერილს კიდევ ვწერთ. გვინდა ამაზე გიორგი კახიანსაც (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე) ვთხოვოთ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კახი კალაძე პარლამენტში მოვიდეს, მოვიდეს ნებისმიერი ფორმატში – ჩვენი ფრაქციის ან კომიტეტის სხდომაზე. არსებობს კითხვები და ეს კითხვები კი არ მოიხსნა, არამედ დაემატა. განუმარტეთ სამინისტროს, რომ მობრძანდეს პარლამენტში – ნებისმიერ ფორმატში”, – განაცხადა მაჭავარიანმა ბიუროს სხდომაზე. ამასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა ისიც, რომ 2013 წლის ბოლო პერიოდიდან მინისტრები უმცირესობის სხდომაზე აღარ მიდიან. რატიანის თქმით, “რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ მათ პარლამენტის რეგლამენტს პატივი სცენ”.
თავის მხრივ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მთავრობას პარლამენტში მოსვლის და კითხვებზე პასუხების გაცემის პრობლემა არ აქვს.

news
: news თებერვალი 29, 2016 18:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics