გლდანის საშაურმეში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

news
: news თებერვალი 24, 2016 13:57

გლდანის საშაურმეში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გაზის აფეთქება მოხდა გლდანში მდებარე ერთ-ერთ საშაურმეში. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის შაურმის მყიდველები. დაზარალებულები გადაყვანილი არიან იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში. არსებული ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრში 3 პირი მოათავსეს, რომლებსაც სახისა და მტევნების დამწვრობა აღენიშნებოდა. მათი თქმით, პაციენტებს მიღებული აქვთ მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე პრიმა მუხლით, რომელიც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

news
: news თებერვალი 24, 2016 13:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,746
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics