“ამ თემაზე კონსულტაციები არ გამართულა”- დეპუტატები მინისტრების შესაძლო ცვლილებას არ გამორიცხავენ

მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა დეპუტატები მინისტრების შესაძლო შეცვლას არ გამორიცხავენ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის ეკა ბესელიას განმარტებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე არც კონსულტაციები გამართულა.

“ვიცით, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტზე ნდობის გამოცხადებისას თქვა, რომ მომავალში მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. უბრალოდ მას სჭირდებოდა მეტი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მომავალში გამორიცხული არაფერია, მაგრამ არც არავითარი კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე კონსულტაციები არ გამართულა”, – აცხადებს ეკა ბესელია.

 

banner
წინა სტატიაშიგლდანის საშაურმეში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაპრემიერთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა კობა გვენეტაძის კანდიდატურას