76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვები დღეს იწყება

დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის წინასასამართლო სხდომა დღეს იწყება.

ხუთი დაკავებულის საქმიდან არასრულწლოვნისა და ორი დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელთაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

დაკავებულების არცერთი ადვოკატი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, მიდის თუ არა ძიება „კანიბალიზმის“ მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა” იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი – შეჭამა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშისაზღვარზე დიდი ოდენობით ქარვის თვლების უკანონო შემოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვია-ტარება-დაკავებულია ერთი პირი