საზღვარზე დიდი ოდენობით ქარვის თვლების უკანონო შემოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა, რა დროსაც, ტანსაცმელსა და ხელბარგში დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩნდა. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
შემდეგი სტატია76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვები დღეს იწყება