გატაცებულ გოგონას სავარაუდოდ ერთ საათში გაათავისუფლებენ

news
: news თებერვალი 21, 2016 16:35

გატაცებულ გოგონას სავარაუდოდ ერთ საათში გაათავისუფლებენ

მნიშვნელოვანი

  • როგორც სამირა ბაირამოვას დედამ, ნაილა გურბანოვამ განაცხადა, ისინი ესაუბრნენ პოლიციის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ მათ დაურეკეს გამტაცებლებმა და უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას დააბრუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციიდან განცხადებას გაიტანენ.

სხვა სტატიები

3 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ახლობლები და მშობლები გოგონას დაბრუნებას პოლიციის შენობასთან ელოდებიან.
როგორც სამირა ბაირამოვას დედამ, ნაილა გურბანოვამ განაცხადა, ისინი ესაუბრნენ პოლიციის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ მათ დაურეკეს გამტაცებლებმა და უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას დააბრუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციიდან განცხადებას გაიტანენ.

“მე მქონდა საუბარი პოლიციასთან. ამის შემდეგ დამირეკეს გამტაცებლებმა და მითხრეს, რომ ჩვენ შვილს დააბრუნებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას პოლიციიდან გამოვიტანთ და ველოდებით ჩვენი შვილის დაბრუნებას. მეტი დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ჯერ ვაპირებ აქ, პოლიციასთან გაჩერებას”, – აღნიშნა ნაილა გურბანოვამ.

გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა.
როგორც ფონიჭალაში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე ბაირამოვას ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სამირა ბაირამოვამ ფარულად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შველა ითხოვა. მისივე თქმით, ბაირამოვამ აღნიშნა, რომ “სადღაც პარლამენტის შენობასთან” იმყოფება. სატელეფონო ზართან დაკავშირებით, ბაირამოვას დედა და ბებია პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

3 დღის წინ გატაცებული სამილა ბაირამოვას ოჯახის წევრები და ახლობლები ქვემო ფონიჭალაში პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები. სამილა ბაირამოვას ახლობლები პოლიციას უმოქმედებაში ადანაშაულებენ.

news
: news თებერვალი 21, 2016 16:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics