ხობის მოსახლეობა გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის განახევრებას ითხოვს

განუკითხაობა ,,ენერგოპროს,, მხრიდან გრძელდება

ენერგო პრო ჯორჯიას იანვარში დაფიქსირებული გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის განახევრებას ითხოვს ხობის რაიონის სოფელ ქვალონის მოსახლეობა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაჩვენებელი რეალურ რიცხვს არ შეესაბამება და ახალი მრიცხველების დაყენებას ითხოვენ.

შუამდგომლობისთვის მცხოვრებლებმა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ წარმომადგენლებს მიმართეს. ენერგო პროში კი ამბობენ, რომ პრეტენზიების შემთხვევაში მოსახლოებას შეუძლია, კომპანიას ინდივიდუალურად მიმართოს.

ამასთან, ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენელის თქმით, იანვრის თევში მოხმარებული ხარჯი, სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, ყოველთვის მეტია.

banner
წინა სტატიაშიგამტაცებლების ნათესავებმა ქრთამი გადაუხადეს სამართალდამცავებს – სამირა ბაირამოვას დედა
შემდეგი სტატიაგატაცებულ გოგონას სავარაუდოდ ერთ საათში გაათავისუფლებენ